ევროპარლამენტი

მოგერინი საქართველოზე: ვხედავთ რისკებს მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით

ჩვენი კონტინენტიდან კონფლიქტი არ გამქრალა. საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე უკანასკნელ თვეებში სიტუაცია გაუარესდა. ამიტომ, ჩვენს მონიტორინგის მისიებს და ადგილზე ყოფნას ვზრდით იმიტომ, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი მხარდაჭერა მხოლოდ განცხადება არ არის. ეს არის საფუძველი ადგილზე ჩვენი კონკრეტული, ყოველდღიური საქმიანობისა.

ჩვენს პარტნიორობაში საქართველო სამეზობლოში ჩვენი ახლო და სანდო მოკავშირეა. სწორედ ამიტომ, როდესაც ვხედავთ რისკებს, ისე, როგორც დღეს ვხედავთ რისკებს ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე მნიშვნელოვან რეფორმებზე უკან დახევის კუთხით, თავს არ ვიკავებთ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე სესიის გახსნისას საქართველოზე ისაუბრა.

კომენტარები