ილია მეორე: ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს 

როგორი რთულია ადამიანის ცხოვრება, ადამიანის ცხოვრება ეს არის გამოცდა, ეს არის ჯვრის ტვირთვა და ეს ჯვარი, რომელსაც აძლევს უფალი, ბოლომდე უნდა მიიტანოს ადამიანმა. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენ გვიჭირს ჯვრის ტვირთვა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი არ აძლევს იმაზე მძიმე ჯვარს ადამიანს, რისი ტვირთვაც მას არ შეუძლია. ადამიანი ურთულესი აგებულების პიროვნებაა, მაგრამ ადამიანი არის უნიკალური, ერთხელ იბადება და ემზადება სამუდამო მარადიული ცხოვრებისთვის. გადადის მარადიულ ცხოვრებაში და ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთის ნებას, ღვთის განგებას ასრულებს.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, იმ დროს, როცა ადამიანი თვითონ ირჩევს სამოთხეს თუ ჯოჯოხეთს და ინებოს უფალმა, რომ სამოთხე აირჩიოს, მარჯვენა მხარეს დადგეს ადამიანი. ყველაზე ბედნიერი ადამიანის ის არის, ვინც ეხმარება სხვას ჯვრის ტვირთვაში. ურთიერთსიმძიმე, ტვირთი იტვირთეთ, ესრეთ აღასრულეთ ჯვარი იგი ქრისტესი. ჩვენ სამწუხაროდ კი არ ვიტვირთავთ სხვის სიმძიმეს, ჩვენ ვამძიმებთ უფრო მეტად მოყვასის სიმძიმეს

პირველი არხის ცნობით, ამის შესახებ საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების ტაძარში საკვირაო ქადაგებისას თქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები