მოსაყდრე შიო: პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა, მთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე

პოლიტიკურ ცხოვრებაში მღელვარებაა და გაგახსენებთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის შეგონებას, სწავლებას, რომ მთავარია შევინახოთ და შევინარჩუნოთ სიმშვიდე ასეთ დროს. როდესაც ასეთი პროცესები წარიმართება, აუცილებელია, რომ სიმშვიდის ფონზე იყოს. სირთულეებიც არის, ეს ნორმალურია, მაგრამ თუკი ჩვენ სიმშვიდეს დაკვარგავთ, დავკარგავთ სიყვარულს და შეგნებას იმისა, რომ ეს ღვთის საჩუქარია და ღმერთს უნდა ვამსახუროთ, მაშინ ძალიან ცუდად შეიძლება დამთავრდეს, რაც ჩვენ არაერთხელ გვინახავს, როდესაც გადავაყოლეთ ჩვენ მრისხანებას, ამბიციებს, შეიძლება ითქვას უგუნურებას. რამდენი ტრაგედია მომხდარა ჩვენს ისტორიაში და კიდევ ერთხელ გახსენებთ ამას. ღმერთმა ყველას- ჩვენს ხალხს, ხელისუფლებას, ოპოზიციას მოგვცეს სიმშვიდე, სიმშვიდით სიყვარულით და დაფიქრებით იმაზე, რომ ყოველი დღე ჩვენს ცხოვრებაში ღვთის საჩუქარია და ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა

ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო წირვა-ლოცვის დროს თქვა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები