კუბილიუსი: დემონსტრანტების ციხეში გამოკეტვა მოსკოვს უფრო მახსენებს, ვიდრე ევროკავშირს

რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში ადამიანებს აქვთ უფლება, ხელისუფლება გააკრიტიკონ და ქუჩაშიც გამოვიდნენ, მაგრამ პროტესტის მონაწილეების მიმართ დევნის დაწყება და მათი ციხეში გამოკეტვა, ეს მოსკოვს უფრო მახსენებს, ვიდრე ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანას

ევრონესტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი ამის შესახებ მთავარ არხს ესაუბრა. კუბილიუსმა თქვა, რომ მას 87 ადამიანის სია აქვს, რომლებიც პოლიტიკურად იდევნებიან. ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.
მოკლე ბმული: