მდინარაძე: ბუნების გადარჩენის მიმართულებით გვაქვს არარეალურად კარგი პროგრესი

მე ძალიან მიკვირს, როდესაც კითხვა ისმება იმ ადამიანის [ივანიშვილის] მისამართით, რომელმაც, მართლაც არა ერთი, არამედ რამდენიმე ათეული პარკი გადაარჩინა ამ ქვეყანაში - დენდროლოგიური პარკი და ა.შ.

ბუნების მიმართულებით და ბუნების გადარჩენის მიმართულებით გვაქვს არარეალურად კარგი პროგრესი, იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონზე, ათეულ მილიონზეა და მის დახარჯვაზე საუბარი.

ადამიანი, რომელიც ბუნებას იცავს, უფრთხილდება და ძალიან მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს ამ მიმართულებით, კითხვებს უსვამენ - რამეს ხომ არ აფუჭებს? - ესაა ორმაგი სტანდარტი.

ასე პასუოხბს ტაბულას კითხვას ქართული ოცნების წევრი, მამუკა მდინარაძე, გადაარჩინა თუ არა ბიძინა ივანიშვილმა ასწლოვანი ხეები გადაშენებას მათი გადარგვით. ივანიშვილმა ჟურნალ ველურ ბუნებასთან საუბარში თქვა, რომ "გიგანტური ხეების გადატანას მრავალი ეპითეტი მოუგონეს, თუმცა მინდა გითხრათ, რომ მე ეს ხეები გადავარჩინე, რადგან უმეტესი მათგანი უკვე გადაშენების პირას გახლავთ".
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები