ქართული ოცნების კონტრაქციები

ჩუგოშვილი ოცნების კონტრაქციებზე: ხელოვნური და ძალიან საშიში პროცესია, ნუ წაახალისებთ

მე არ ვიზიარებ და არ ვეთანხმები, არ მომწონს ის უკანონო გზები, რომლებსაც რიგ შემთხვევებში ოპოზიცია იყენებს პროტესტის გამოსახატად, მაგრამ გეტყვით, რომ უფრო მეტად მეშინია იმ ხელოვნური დაპირისპირებების, რომლებიც ბოლო პერიოდში ორგანიზდება და იმ ხელოვნური პროცესების, რომლის შედეგადაც ერთმანეთზე შეჯახება ხდება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, ახალგაზრდების, პარტიების მხარდამჭერების.

ეს არის ძალიან საშიში პროცესი და მინდა, გთხოვოთ, რომ იმ გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიიღო საქართველოს პარლამენტმა, ნუ წაახალისებთ პროცესებს, რომელიც ქვეყანას შეიძლება დაუჯდეს ძალიან ძვირი და ნაცვლად ფიზიკური დაპირისპირებებისა და ნაცვლად მუშტი-კრივისა, გთხოვთ, რომ პოლიტიკურად სცადოთ პოლიტიკური პრობლემების მოგვარება. ეს მხოლოდ დიალოგითა და დათმობითაა შესაძლებელი

ამის შესახებ დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა, რომელმაც ქართული ოცნების უმრავლესობა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო დატოვა, პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს ისაუბრა. ბოლო პერიოდში ქართული ოცნების აქტივისტები და საჯარო მოხელეები თავს ესხმიან მშვიდობიან მანიფესტანტებს.

კომენტარები