ქართული ოცნების კონტრაქციები

თალაკვაძე კონტრაქციის მონაწილე საჯარო პირებზე: რას ჰქვია, გაიშიფრნენ? საჯაროდ იდგნენ

ტვ. პირველი

"რას ჰქვია, გაიშიფრნენ? ღიად იდგნენ" - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სხვადასხვა მედიის მიერ გამოვლენილ ფაქტებს, რომ მშვიდობიანი აქციებზე თავდასხმებში ქართული ოცნების აქტივისტებთან ერთად საჯარო სამსახურებში მომუშავე პირებიც არიან ჩართულები

თალაკვაძისთვის უცნაურია ფორმულირება "გაიშიფრნენ", რადგან მისი თქმით, ეს ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ და კამერებთან დადგნენ. 

"იდგნენ საჯარო ადგილას, საჯარო სივრცეში და საუბარი, რომ ვინმე გაიშიფრა, ჩემი აზრით, ცოტა ცინიკურია. რა გაიშიფრა?" - ამბობს თალაკვაძე. 

რამდენიმე დღეა ხელისუფლებამ ტაქტიკა შეცვალა და აქტივისტებს, რომლებიც სხვადასხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან, მმართველი პარტიის ოფისსა თუ მაჟორიტარულ ბიუროსთან აქციას მართავენ, ტერიტორიაზე ე.წ. "კონტრაქციით" ხვდებიან.

განსაკუთრებით აქტიურობენ საკრებულოების, მერიებისა და მერიას დაქვემდებარებული სამსახურების თანამშრომლები. 

ვრცლად წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები