კილაძე: ივანიშვილი ზრუნავს გარემოზე - გულდასაწყვეტია, ოპოზიცია ამას საწინააღმდეგოდ აბრუნებს

ვერ დაგეთანხმებით, რომ ჩვენი გარემო ნაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკა. ჩვენი გარემო არის ჩვენი სამშობლოს ნაწილი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სამშობლოს შემადგენელი ნაწილი. ამიტომ განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს ჩვენს გარემოზე, განსაკუთრებული ზრუნვა გვმართებს ჩვენს ბუნებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ დღესდღეობით ამას ვერ ვაკეთებთ ისე, როგორც უნდა ვაკეთებდეთ. ვფიქრობ, ამ კუთხით სახელმწიფოსაც ბევრი აქვს გაკეთებული და ძალიან გულდასაწყვეტია, როდესაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი ბევრს ზრუნავს გარემოზე და ზოგიერთი მედიასაშუალება, ოპოზიციის ნაწილი ამას საწინააღმდეგოდ აბრუნებენ და ამბობენ, რომ რაღაცა ხეების გადატანას აქვს ადგილი და ა.შ., მაშინ, როდესაც ეს ყველაფერი ემსახურება ბუნებაზე ზრუნვას.

ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალ "ველურ ბუნებასთან" ინტერვიუში თქვა, რომ "ადამიანსა და ბუნებას შორის დაგვერღვა ბალანსი" და ცალკეული სახელმწიფოები ზრუნავენ ეკონომიკისა და დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, "მაგრამ შედეგად ვიღებთ ადამიანსა და ბუნებას შორის დისბალანს და გახშირებულ კატასტროფებს". ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მისთვის ბუნება არის ენერგიის უმთავრესი წყარო.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები