ვაჟა გაფრინდაშვილი

გაფრინდაშვილის ოჯახი: ექიმებს საზღვრები არ აქვთ, არც მშვიდობიანობის, არც ომის დროს

პერფორმანსი მოვიფიქრეთ - ეს არის თეთრი ბუშტები, თეთრი ხალათი და მიმართვა ჩვენი ოსი ექიმებისადმი. 'ოსო ექიმებო, ერთად ვიზრუნოთ ჩვენს ავადმყოფებზე და მიეცით ამის საშუალება ვაჟა ექიმს'. დარწმუნებული ვარ, იქაც რომ ქონდეს საშუალება ვაჟას, ისევ უანგაროდ დაეხმაურებოდა იქაურ პაციენტებს, როგორც აქ ეხმარებოდა. ამ ჩვენი პატარა პერფორმანსით გვინდა გავუშვათ ეს თეთრი ხალათი, იქნებ გადალახოს მავთულხლართები და ვაჩენოთ, რომ ექიმებს საზღვრები არ აქვთ. არც მშვიდობიანობის და არც ომიანობის დროს. ჩვენი ერთადერთი მოთხოვნაა - თავისუფლება ვაჟა ექიმს. დააბრუნეთ ექიმი სახლში

ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის წევრებმა და გულშემატკივრებმა საოკუპაციო ხაზთან ჰაერში თეთრ ბუშტებზე დამაგრებული ექიმის ხალათი გაუშვეს.

კომენტარები