პრეზიდენტი: ვხვდები ხალხს, შეფასების საზომი ესაა და არა 5-კაციანი გამოსვლები, კრიტიკები

მე არ მინახავს საკუთარი მოსახლეობის უნდობლობა. მე დავდივარ ქუჩაში, დავდივარ რეგიონებში, ვხვდები ხალხს ძალიან დიდი დოზით. ჩემთვის საზომი იმისი, თუ როგორ აფასებს მოსახლეობა, ესაა და არა რაღაცა კრიტიკები ან 5-კაციანი გამოსვლები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტსა და ხალხს შორის არ გაწყდეს ეს ურთიერთობა და ამიტომ, სადაც საჭიროა, სალობიეშიც ვივლი, სხვადასხვა თავშეყრის ადგილას ძალიან თავისუფლად, ფეხით სიარულს გავაგრძელებ და ვიქნები ჩემს ხალხთან ერთად, სადაც საჭიროა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კონფერენციაზე მისულ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ მოსახლეობა მას უნდობლობას უცხადებს და ახლაც შენობის გარეთ საპროტესტო აქცია იმართება მის წინააღმდეგ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები