გომელაური: ეს აქციები უნდა გაჩერდეს, პროვოცირებაა სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ძალიან სამწუხაროა, ოჯახს ვუსამძიმრებ. ამას მოჰყვა ორი სუიციდის ფაქტი - ერთი მოხდა ბათუმში და მეორე სამეგრელოში, რომელიც არასრულწლოვანი იყო.

ვფიქრობ, ეს აქციები უნდა გაჩერდეს ჩემი აზრით, ეს არის პროვოცირება პირდაპირი ამ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის.

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა, რომელმაც პოლიციაში 2-დღიანი დაკითხვების შემდეგ თვითმკვლელობა სცადა და 17 დეკემბერს გარდაიცვალა.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები