სამთავრობო პროპაგანდა

კაპანაძე სამთავრობო FB გვერდებზე: ჩვენ ეს სულ ვიცოდით, თუმცა ახლა Facebook-მა დაამტკიცა

როგორც ჩანს, საქართველოს მთავრობა აფინანსებდა Facebook გვერდებსა და ტროლების არმიას, რომლებიც ანტიდასავლური პროპაგანდის გავრცელებაში და ოპოზიციური პარტიებისა და ლიდერების დემონიზებაში იყვნენ ჩართულნი. ჩვენ ეს სულ ვიცოდით, თუმცა ახლა Facebook-მა ეს დაამტკიცა და 300-ზე მეტი გვერდი და ანგარიში წაშალა.

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე თავის Twitter-ის გვერდზე ეხმაურება Facebook-ის მიერ საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული ასობით გვერდის, ჯგუფის აღმოჩენასა და გაუქმებას.

კომენტარები