პრეზიდენტი: მე თვითონ არ ვიცი საქართველოსთვის პროპორციული სისტემა სჯობს თუ მაჟორიტარული

მე მგონი საზოგადოება არ არის ჩართული ამ მსჯელობაში, რომელი სისტემა ჯობია და მე თვითონ არ ვიცი, რომელი სისტემა ჯობია საქართველოსთვის, იმიტომ რომ თეორიული ანალიზები მე მგონი ნაკლებად არის გაკეთებული.

ხშირ შემთხვევაში, ბევრი ძველი გადაწყვეტილება მიღებული იქნა არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე. ანუ, აღარ მინდა რომ ის განმეორდეს და ამიტომ ამ სისტემაზე გადავდივარ და დღესაც ისმის ბევრისგან, ამიტომ გვჭირდება საპარლამენტო სისტემა, ამიტომ გვჭირდება პროპორციული, რომ ერთპარტიული აღარ იყოს და ბევრად უფრო დაიშალოს. 

გადაწყვეტილებებს არ ვიღებთ ყველაფრის გათვალისწინებით, ვიღებთ იმიტომ, რომ რაღაცა არ მოგვეწონა და გვინდა, რომ გამოვასწოროთ. ესეც გამართლებულია ერთი მხრივ, მაგრამ სრულყოფილი შეიძლება არ არის და საზოგადოება ნაკლებად ჩართული არის ამ პოლიტიკურ მსჯელობაში, იმიტომ რომ საზოგადოება უყურებს პოლიტიკას შორიდან. არ თვლის რომ თვითონ არის ბოლომდე ჩართული, თვლის რომ ეს არის იმ პოლიტიკოსების გათვლებია, როგორ თვითონ უფრო მოერგებათ ის თუ ეს სისტემა და ამიტომ არის დისტანცირება საზოგადოებიდან პოლიტიკიდან. 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პროპორციული არჩევნების შესახებ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები