პრეზიდენტის განცხადება

ბოკუჩავა პრეზიდენტზე: ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება, აფუჭებს

სტრატეგიული პრობლემა, რომელიც ქვეყანას უქმნის საფრთხეს, არის ოკუპაცია და არ შეიძლება მისი გათანაბრება, თუ ქვეყნის მოღალატე არ ხარ, ნებისმიერ სხვა პრობლემასთან, თუნდაც საზღვრის დემარკაციის პრობლემასთან, მეზობელ, მეგობრულად განწყობილ ქვეყნებთან, როგორიც არის აზერბაიჯანი, ამ პრობლემის მოგვარება შეიძლება პოლიტიკურ ფორმატში, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც არც მეგობრულად და არც მტრულად განწყობილ სახელმწიფოებთან ჩვენი პრობლემების მოგვარების რესურსი არ გააჩნია და განსაკუთრებით ამის რესურსი არ გააჩნია ე.წ პრეზიდენტს, რომელიც არის ბუტაფორია და საპრეზიდენტო სკამი ივანიშვილმა უყიდა და ნებისმიერ საკითხს, რომელსაც ეკარება აფუჭებს და სკანდალად აქცევს. 

ასე ეხმაურება ენმ-ის დეპუტატი თინა ბოკუჩავა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხთან დაკავშირებით, სადაც მან თქვა, რომ ქვეყანას პრობლემა აქვს არა მარტო ოკუპირებულ ტერიტორიების საზღვრებთან მიმართებაში, არამედ სომხეთთან და აზერბაიჯანთანაც.

კომენტარები