ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები

ჭიაბერაშვილი: ტიკარაძის განცხადებამ იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა უფრო შეარყია

საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებამ ზოგადად იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მიზანი, ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამის განეიტრალება იყო და მოვუწოდებ ცენტრს, ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია.

ევროპული საქართველოს წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება. გუშინ, 25 დეკემბერს ჯანდაცვის მინისტრმა თქვა, რომ "ვაქცინა არ არის პანაცეა და აქედან გამომდინარე, მე არ ვთვლი, რომ სავალდებულო ვაქცინაცია არის საჭირო გრიპის ვირუსზე."

კომენტარები