ინფლაცია

თურნავა აქციებზე: ჩვენ ნათლად ვხედავდით, როგორ მიყვებოდა ლარის კურსი ამ არასტაბილურობას

ვაღიარებთ, რომ ინფლაცია - ეს არის დიდი გამოწვევა. ინფლაცია, რომელიც აისახა ჩვენს სუფრაზეც გარკვეულწილად, რადგან სამომხმარებლო პროდუქტების რაღაც ნაწილი, განსაკუთრებით, იმპორტზე დამოკიდებული პროდუქტები გაძვირდა. ამაზე კურსთა სხვაობამ და ლარის კურსის რყევებმა მოახდინეს თავის ნეგატიური გავლენა. ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესებმა და ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკურმა პროცესებმაც დიდად შეუწყვეს ხელი, ჩვენ ჩვენი ხელითაც ხშირად ვაფუჭებთ ძალიან ბევრს. მათ შორის, რა თქმა უნდა [აქციებიც], რადგან ჩვენ ნათლად ვხედავდით, როგორ მიყვებოდა ლარის კურსი ამ არასტაბილურობას და ასე შემდეგ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა პალიტრანიუსის ეთერში ინფლაციაზე.

კომენტარები