ივანე მაჭავარიანი

მაჭავარიანი: ინგა გრიგოლიამ პირწმინდად მოიტყუა

ჩვენ მედიაში, ალბათ არავის გაკვირვებია, პერიოდულად როცა გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე დიდი ხანია არ მომისმენია. არც მამუკა ბახტაძეზე არ ყოფილა საუბარი და არ ყოფილა მის პერიოდზეც კი საუბარი, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო.

შეხვედრაზე ვთქვი, რომ ჩემთვის გაურკვეველია, როდესაც დაიწყო რუსთავი 2-მა 2016 წლის შემოდგომაზე, ოქტომბრიდან დაგროვება, 2017 წლის მარტამდე რატომ მიეცა საშუალება. თორემ მარტის მერე, როცა დავალიანება გაგრძელდა, ეს მესმის, რადგან სტრასბურგის მოსამართლემ როცა გადაწყვეტილება გააჩერა, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობას უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ისეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას.

ფინანსთა მინისტრი საუბრობს ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებაზე. გრიგოლიამ პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მედიამენეჯერებთან შეხვედრაზე ივანე მაჭავარიანმა მისი წინამორბედების, მათ შორის მამუკა ბახტაძის შესახებ თქვა, რომ ისინი "უტრაკოები იყვნენ".

კომენტარები