გაფრინდაშვილი: დიდი მადლობა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ

ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ყველას. ჩვენს მთავრობას, პარლამენტს, შსს, უშიშროებას... ნება მომეცით, ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას ყველა ინფორმაციას მოგაწვდით. დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის...კარგად ვარ. უდიდეს მადლობას მოვუხდი ყველა ჩემს მეგობარს, ვინც გვერდში მედგა, მაგრამ განსაკუთრებით ჩემს ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. ყველას დიდ მადლობას გიხდით... ასე, მე რასაც ვუყურებდი, სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა, ასე გაერთიანებულად ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ

უთხრა ჟურნალისტებს ოკუპანტების მიერ გატაცებულმა ექიმმა ვაჟა გაფრინდაშვილმა, რომელიც ტყვეობიდან დღეს, 28 დეკემბერს გაათავისუფლეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბანკისა და აფთიაქის დაყაჩაღებისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

კომენტარები