როჯერ ვიკერი: სწრაფად მიიღეთ საარჩევნო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს

გასულ თვეში, საქართველოს პარლამენტის წევრებმა არ შეასრულეს კრიტიკულად მნიშვნელოვანი დაპირება საკონსტიტუციო ცვლილების შესახებ, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. ამ საარჩევნო ცვლილებებს ჰქონდა ფართო საშინაო მხარდაჭერა, ასევე, დემოკრატიის საერთაშორისო დამცველები საუბრობდნენ მის მნიშვნელობაზე საქართველოში მრავალპარტიული დემოკრატიის გაძლიერების კუთხით. სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებების მოულოდნელმა ჩაგდებამ უკვე დაიწყო საზოგადო რწმენის დაზიანება, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება.

არჩევნების გამო, რომლამდეც 1 წელზე ნაკლები დროა დარჩენილი, მე მოვუწოდებ თქვენს მთავრობას, სწრაფად მიიღოს საარჩევნო სისტემა, რომელსაც ექნება მოქალაქეთა მხარდაჭერა და ყველასთვის უზრუნველყოფს თამაშის თანაბარ წესებს.

თუ ეს ზომები მიღებული არ იქნება, კიდევ უფრო შემცირდება შიდა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა, რამაც შესაძლოა, შეამციროს არჩევნების ლეგიტიმაცია.

ნათქვამია სენატორ როჯერ ვიკერის მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილში, რომელიც 19 დეკემბრით თარიღდება და რომელიც დღეს, 25 იანვარს, ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა გაასაჯაროვა. საქართველოს მთავრობამ წერილის შესახებ ინფორმაცია არ გაავრცელა. შესაბამისად, არ გაუსაჯაროებია მისი შინაარსიც. ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.

კომენტარები