დავითულიანი: მე ნამდვილად მირჩევნია, ვიღაცა მოვიდეს და დამარტყას, ვიდრე მაგინოს

დედები არ გყავთ, ცოლები არ გყავთ, თქვე არა კაცებო, ასე რომ მიმართავს, ძალიან ცუდია. ამას ფიზიკური დაპირისპირება არ უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ვიღაცას უთმენს ნერვები და სიტყვიერად უბრუნებს პასუხს და ვიღაცამ სამწუხაროდ, ვერ მოითმინა ეს შეურაცხყოფა. 

მეც მირჩევნია ნამდვილად ვიღაცა მოვიდეს და დამარტყას, ვიდრე მაგინოს.  

რომ დავჯდე სხდომაზე მივუბრუნდე და დედა შევაგინო და მიპასუხოს, ეს ხო ჩემი გამოხატვის თავისუფლება იქნება და რომ მიპასუხებს გაამართლებთ თუ გაამტყუნებთ? ხაბეიშვილმა ფაქტობრივად შეაგინა, თვე არაკაცებო, დედა არ გყავთ, ეს არის იგივე გინება, სამწუხაროა, მაგრამ ამას მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ლევან ხაბეიშვილის ცემის შესახებ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა. თბილისის საკრებულოში კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე ქართული ოცნების დეპუტატებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს, 24 იანვარს სცემეს.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წარსულში ნასამართლევი პირი თბილისში მოპედის ქურდობისთვის დააკავეს

კომენტარები