კონგრესმენების წერილები

კალაძე კონგრესმენებზე: ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას, ასე არ უნდა საუბრობდნენ

განცხადებები, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, ცდება ყოველგვარ ჩვენს მეგობრულ ურთიერთობას. იცით, რომ ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორის კანონმდებლები ასე არ უნდა ესაუბრებოდნენ მეგობარ ქვეყანას. მითუმეტეს, როდესაც საქმე ეხება ერთ საეჭვო რეპუტაციის მქონე კომპანიას. ჯერ კიდევ ჩემი მინისტრობის დროს არსებობდა ეს პრობლემა და ძალიან კარგად ვიცი, რას წარმოადგენს ეს კონკრეტული კომპანია. მხედველობაში მაქვს "ფრონტერა“. ჩვენ დავიწყეთ საარბიტრაჟო საქმის წარმოება და დარწმუნებული ვარ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ისინი აუცილებლად წააგებენ ამ საქმეს, რის გამოც თავიანთი ლობიზმი გააძლიერეს. თუმცა, ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესებს და აუცილებლად დავიცავთ ჩვენს კომპანიებს, როდესაც მართალი ვართ. ზუსტად ამიტომ არის საქმე არბიტრაჟში, განიხილება და დარწმუნებული ვარ, ნავთობის და გაზის კორპორაცია ამ დავაში გაიმარჯვებს. კატეგორიულად მიუღებელია ეს ტონი და კატეგორიულად მიუღებელია ასეთი ტიპის განცხადებები

ინტერპრესნიუსის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილებზე, რომლებიც საქართველოს მთავრობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების და დემონსტრანტების სპეცრაზმით დარბევის გამო მიიღო.

კომენტარები