კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

თალაკვაძე: გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ისეთ ინტერპრეტაციებს, რაც ზურაბიშვილს არ უთქვამს

მინისტერიალი ტარდება ყველა წევრი ქვეყნის დელეგაციის მონაწილეობით და ზუსტად ეს განმარტა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. მე გთხოვთ, რომ ინტერპრეტაციებს ნუ გააკეთებთ ისეთს, რაც მას არ უთქვამს.

28 იანვარს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს.

კომენტარები