ქართული ოცნება

ქანთარია: გვაქვს მეორე ვირუსი, რომელიც პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი

მადლობა თქვენ და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებს ყველას, ვინც დგას ჩვენი საზღვრების სადარაჯოზე და არ უშვებს იმ უბედურებას, რასაც ჰქვია კორონავირუსი. თუ თქვენ მოახერხებთ ამას, რომ მიუღწეველი იყოს ამ ჭირისთვის საზღვრის გადმოლახვა, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გამარჯვება, ვფიქრობ ეს ასეც იქნება.

გვაქვს მეორე ვირუსი კიდევ, რომელიც აგერ პარლამენტის კართანაც არის ხოლმე მომდგარი. ეს უკვე პოლიტიკური ვირუსი და ეპიდემიაა, ნაციონალური ვირუსია. მაგრამ მისი არეალი არ არის ისეთი დიდი. ვისაც უნდა გადადებოდა გადაედო და მე მგონი, რომ ყოველი თქვენგანის და ასევე სხვა სფეროების წარმომადგენლების საქმიანობაც შეუწყობს ხელს იმაში, რომ ამ ვირუსის არეალი დაპატარავდეს და შემცირდეს.

მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ მინისტრის საათის ფარგლებში მისულ ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს.

კომენტარები