კორონავირუსი

გამყრელიძე: ვთხოვ ტელევიზიებს, დრო დაუთმონ სწორ ინფორმაციას, არ გვაქვს პანიკის საფუძველი

გთხოვთ, ყველა ტელევიზიას, რომ თქვენს ე.წ. პრაიმ ტაიმებში დაუთმეთ დრო მოსახლეობისთვის სწორი, მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ნამდვილად არ გვაქვს პანიკის საფუძველი, რომ [კორონავირუსის] ინფექცია საქართველოში არ დაფიქსირებულა, საქართველოს სახელმწიფო სრულ მზადყოფნაშია, რათა პრევენცია გაუწიოს ინფექციის შემოტანას ქვეყანაში და თუ ასეთი დაფიქსირდა, მასზე მოახდინოს დაუყოვნებლივი რეაქცია, ადამიანს გაუწიოს შესაბამისი, საერთაშორისო სტანდარტების დონეზე სამედიცინო დახმარება.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს.

კომენტარები