კანდელაკი: ივანიშვილი ბევრი მონიდან შოთაძის არჩევით ამბობს, რომ ხალხის აზრი არ აინტერესებს

შოთაძე გადადგა ხორავას ქუჩის საქმის გამო და იმის გამო, რომ ის პირადად ხელმძღვანელობდა დანაშაულის დაფარვას.  

ის, ივანიშვილის ხელში, არის ძალიან ბევრი ბინძური საქმის თანამონაწილე. ივანიშვილს მონების ნაკლებობა არ აქვს, ბევრი მონა ჰყავს, მაგრამ მაინც შოთაძე გადაწყვიტა. ამ გადაწყვეტილებით ხალხს ეუბნება, რომ მათი აზრი და ღირსების გრძნობა არ აინტერესებს. რამაც, თავის დროზე, ხალხი ქუჩაში გამოიყვანა.  

ამ ყველაფრისგან საზოგადოება დასკვნებს აუცილებლად გამოიტანს. 

თქვა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, გიორგი კანდელაკმა ტელეკომპანია პირველის ეთერში. პარლამენტთან ოპოზიცია და აქტივისტები გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას აპროტესტებენ.
მოკლე ბმული:

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები