ქართული სუფრა

ცქიტიშვილი: ქართული სუფრა ქეიფი არაა - გვყავს თამადა და თანმიმდევრული სადღეგრძელოები გვაქვს

ეს არის ის პრაქტიკა, რომელსაც ძალიან ბევრი ქვეყანა მიმართავს იმისთვის რომ მოახდინოს პოპულარიზაცია თავისი კულტურის, თავისი ტრადიციების. როცა სუფრაზე ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა ეს არ არის ქეიფი. არამედ ეს არის ქართული სუფრის ტრადიცია. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქართულ სუფრას აქვს ძალიან დიდი ტრადიცია. ეს არის პირველ რიგში ის ტრადიცია რომ ქართველებს გვყავს თამადა, სუფრაზე გვაქვს სადღეგრძელოები, რომელსაც თავისი თანმიმდევრობა აქვს. გარდა ამისა, ქართული სუფრა არის ქართული პოლიფონია, სუფრის წარმართვის მეთოდი, ღვინო და ა.შ და როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ასეთი ტიპის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭებაზე, ეს არის საშუალება, რომ ჩვენ უმაღლეს დონეზე მოვახდინოთ ჩვენი ეროვნული იდენტობის პოპულარიზაცია.

ასე ეხმანება ინფრასტრუქტური მინისტრი მაია ცქიტიშვილი ქართული სუფრისთვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭებას. ამის შესახებ გიორგი გახარიას 18 თებერვლის დადგენილებებში წერია, რომლებიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა.

კომენტარები