სააკაშვილი: მესმის იმ ხალხის, ვინც პროდუქტებს იმარაგებს, ასეთი რამ 2008 წელსაც არ ხდებოდა

მე მშვენივრად მესმის იმ ხალხის, ვინც ახლა არის ძალიან შეშფოთებული და იმ ხალხის, ვინც ახლა იმარაგებს პროდუქტებს, რადგან ხალხი არ ენდობა სისტემას. სულ სხვა რეაქცია ჰქონდა ხალხს 2008 წელს, ომის ცხელი ფაზის დროსაც არ ხდებოდა ასეთი რამ, რადგან ხალხი ენდობოდა ხელისუფლებას. 

ირანთან საზღვრის ჩაკეტვა საქართველოს ვაი ხელისუფლებამ მინიმუმ ერთი კვირით დააგვიანა. საზღვარი დახურეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც არაერთი საერთაშორისო რეკომენდაცია მოვიდა და ეს იყო უკვე გვიანი. უნდა ჩაეკეტათ საზღვარი იმ ქვეყნებთანაც, საიდანაც შემოდიოდა ხალხი ირანიდან. 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში კორონავირუსის გამოვლენასთან დაკავშირებით ახალი ვიდეო მიმართვა გაავრცელა.

კომენტარები