მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: მინდა ბოდიში მოგიხადოთ ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა

რა თქმა უნდა, მე ვგრძნობ ჩემს ძალიან დიდ ბრალსა და პასუხისმგებლობას ძალიან ბევრ რაღაცაზე და მინდა, ამაზე ძალიან გულწრფელად ბოდიში მოგიხადოთ, ბევრ რაღაცაზე, რაც ბოლომდე ვერ გავაკონტროლე, ბევრ რაღაცაზე, რაც ჩემმა ხალხმა მიქარა. რაც არის, ეს არის. ვიღაც უნდა მოსულიყო, ვინც უკეთესად გააკეთებდა.

საქართველო მაინც ყველაზე სწრაფად იზრდებოდა მსოფლიოში, მთელი მსოფლიო შენატროდა. დღესაც, მაგალითად, უკრაინაში ლევან ვარშალომიძეს ნიშნავენ საინვესტიციო ოფისის დირექტორად. დღემდეც კი უკრაინაში, უზბეკეთში და სხვაგან, ნიშნავენ ჩვენს ხალხს, რადგან ჩვენი ხალხი იყო წარმატებული, ჩვენ დროს ვიყავით წარმატებულები, მაგრამ წარმატება არ გამორიცხავს ბევრ გაჭირვებასა და უბედურებას. თითოეული თქვენგანის წინაშე ვარ დიდ ვალში და ვერასოდეს ამ ვალს ვერ გადაგიხდით, იმიტომ, რომ ვერ მოგხედეთ ბოლომდე. ეს მართლა ასეა და ამას წყალი არ გაუვა

ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაცემაში - "სხვა ნანუკა" ჩართვისას.

კომენტარები