კორონავირუსი

იმნაძე კორონავირუსზე: ინკუბაციის დროს, სანამ ადამიანი ავად არ გახდება, ანალიზი უარყოფითია

მინდა კარგად განვმარტო - რატომღაც ბევრს ჰგონია, რომ კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა არის პანაცეა. განსაკუთრებით, ჩამოსულებს, განსაკუთრებით, ვინც არიან დაკვირვებაზე კარანტინში, თვითიზოლაციაში და ასე შემდეგ.

ძალიან კარგად დავიმახსოვროთ - სანამ ადამიანი ავად არ გახდება, ანალიზი არის უარყოფითი. ანუ ინკუბაციის პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე, შეიძლება, ყოველ დღე რომ ისინჯოს, პირველიდან მეცამეტე დღემდე იყოს უარყოფითი და მეთოთხმეტე დღეს გახდეს დადებითი.

ამიტომ, ლაბორატორიულ გამოკვლევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სიმპტომები დაეწყება ადამიანს, ეს მინდა, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს.

თუ 14 დღის მანძილზე არც ერთი დღე არ ექნება სიმპტომი, იმას არც ანალიზი არ სჭირდება, ის ჯანმრთელია. [საქართველოში კორონავირუსი ვისაც დაუდგინდა] უსიმპტომო არც ერთი არ ყოფილა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე კორონავირუსზე.

კომენტარები