კორონავირუსი

წულუკიანი: სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ყოფნას

გუშინ გვქონდა იუსტიციის სამინისტროს სისტემის 30-მდე მთავარ მენეჯერთან შეხვედრა და დავგეგმეთ სხვადასხვა ღონისძიებები, მათ შორის, დღის ბოლომდე გამოიკვეთოს საქმიანობები, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია სახლიდან.

ამის განსაზღვრის შემდეგ, ძალიან მარტივად იქნება შესაძლებელი, თოთოეულ თანამშრომელს, რომელიც მოცემულ საქმიანობას ახორციელებს, მივცეთ ინსტრუქცია, რომ ის აღარ გამოცხადდეს სამსახურში და თავისი უფლებამოსილება შეასრულოს სახლიდან.

ასევე გუშინ გაიცა ინსტრუქცია - თითოეულმა მენეჯერმა სახლში მომუშავე თანამშრომელს უნდა აუხსნას, რომ სახლიდან მუშაობა ნიშნავს სახლიდან მუშაობას და არა კაფე-რესტორნებში ყოფნას ან სხვა ქალაქში ყოფნას, ვიდრე ეს არის მისი სამუშაო ადგილის დასახლებული პუნქტი.

მუშაობა გაგრძელდება, მაგრამ ვისაც ეს შეეხება, სამუშაოს შეასრულებს, ონლაინ, სახლიდან

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, კორონავირუსზე.

კომენტარები