ცქიტიშვილი: პანიკის და სურსათზე მომეტებული მოთხოვნის საფუძველი არ არსებობს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქვეყანაში არ არის არანაირი შეფერხება პროდუქტების, სურსათის მომარაგებასთან დაკავშირებით, ყველა სავაჭრო ქსელში უზრუნველყოფილია რამდენიმეთვიანი მარაგი. ჩვენ ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან ერთად მუდმივ რეჟიმში ვაკონტროლებთ, რომ ეს მარაგები უზრუნველყოფილი იყოს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ დღეს არავითარი საფუძველი არ გვაქვს პანიკისთვს და იმ მომატებული მოთხოვნისთვის, რომელსაც ვხედავთ.

თქვა მაია ცქიტიშვილმა მას შემდეგ, რაც მთავრობის და სასურსათო მაღაზიათა ქსელების დირექტორების შეხვედრა დასრულდა. 14 მარტის მდგომარეობით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 30 დადასტურებული შემთხვევაა. გამოვლინდა ვირუსის მესამეული, ანუ შიდა გადაცემაც. პირველი დაინფიცირებული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. მოსახლეობა კარანტინისთვის საკვებს იმარაგებს. ვრცელდება სუპერმარკეტებში რიგების და ცარიელი დახლების ფოტოები.

კომენტარები