პირბადეების შეკერვა

თურნავა: მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ პირბადეების ადგილობრივ წარმოებას

გამოიკვეთა რამდენიმე სახის ალტერნატიული მასალა, რომელთაგან შეიძლება ადგილზე, საქართველოში, ჩვენს ფაბრიკებში დამზადდეს კარგი სტანდარტის პირბადეები. ჩვენ მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ მეწარმეებს, სამკერვალო კომპანიებს, განახორციელონ ეს პროექტი, რათა ჩვენს ბაზარზე შემცირდეს დეფიციტი და მოსახლეობას საქართველოში დამზადებული პირბადეები და ვირუსისგან დამცავი სხვა საშუალებები, მათ შორის სადეზინფეცქიო ხსნარები შევთავაზოთ.

ზოგიერთმა მათგანმა იმის მზადყოფნა და სურვილი გამოთქვა, რომ უსასყიდლოდაც დაამზადებენ პირბადეებს. ეს არის თანადგომის კარგი მაგალითი, რაც დღეს ასე ძალიან სჭირდება ჩვენს მოქალაქეებს და მინდა გამოჩენილი გულისხმიერებისთვის მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამკერვალო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

კომენტარები