კორონავირუსი

ტიკარაძე: სავარაუდოდ, კვირის ბოლოდან შევძლებთ მოსახლეობის აგრესიული ტესტირების დაწყებას

კი, ჩვენ მივიღეთ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაცია, რომ მოხდეს მოსახლეობის აგრესიული ტესტირება. შესაბამისად, წინა კვირიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები იმ ქვეყნებთან, რომლებსაც საუკეთესო გამოცდილება აქვთ, რომ დამატებითად მივიღოთ ის სწრაფი ტესტები, რომლითაც ჩვენი მოსახლეობის აგრესიული ტესტირება მოხდება. დღესდღეობით, ეს ქვეყანა არის ჩინეთი. როგორც ჩვენ ვვარაუდობთ, რადგან ახლა მხოლოდ ტრანსპორტირების თემაა დასარეგულირებელი, კვირის ბოლოს გვექნება შესაძლებლობა, რომ მოსახლეობის აგრესიული ტესტირება დავიწყოთ

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები