კორონავირუსი

ალექსანდრე გალდავა: თამაშის და გმირობის დრო არაა, ჩემი აზრით, ზიარების წესი უნდა შეიცვალოს

პირადად ჩემი აზრია, რომ მაქსიმალურად სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ, არ არის თამაშის დრო, არც რაღაც გმირობის დამტკიცების დროა სხვისი სიცოცხლის გარისკვის ფასად. ვფიქრობ, რომ რასაკვირველია, წესი უნდა შეიცვალოს ზიარების გაცემის. ადამიანისთვის არის შექმნილი შაბათი და არა ადამიანი შაბათისთვის ანუ წესი არის შექმნილია ადამიანისთვის და არა ადამიანი - წესისთვის.

წესი არის გაცემა, შინაარსი არის ზიარება. ზიარების მადლმოსილებას ეჭვის ქვეშ არ ვაყენებთ, მაგრამ გაცემის წესი საუკუნეების განმავლობაში მართლაც იცვლებოდა და სრულიად განსხვავებული გვაქვს დღეს

მამა ალექსანდრე გალდავა TV პირველის ეთერში, კორონავირუსთან დაკავშირებით, ერთი კოვზით ზიარებაზე.

კომენტარები