კორონავირუსი

პრეზიდენტი: ამ გამოწვევას უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად

საერთოდ, მე დაბადების დღეს ვიხდი ტრადიციულად ჩემს ქალიშვილთან ერთად, რომელიც დაბადებულია 22 მარტს. სამწუხაროდ, ამ წელს ის არის ამერიკაში, იქიდან ვერ ჩამოდის. თემურაზი, მეორე შვილი არის პარიზში, იქიდანაც ვერ ჩამოდის და ვერ მოვახერხეთ, რომ ერთად, ოჯახურად გადავიხადოთ ეს დაბადების დღე, როგორც გვჩვევდა, მაგრამ ეს არის ბევრის ხვედრი დღევანდელ დღეს... 

... ეს არის ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენთვის და მე ამას გიზიარებთ, რომ ეს უნდა გადავიტანოთ, ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ ერთად, თუმცა, დისტანციურად დღევანდელ დღეს.

მე მინდოდა ამ მიმართვით იმის მაგალითი მოგცეთ, რომ მე დღეს არც მეგობრები არ მყავს სახლში და არც ვიხდი დაბადების დღეს. ეს უნდა შევიგნოთ, რომ დღეს არ არის დრო არც დაბადების დღის გადახდის, არც, სამწუხაროდ ქელეხის, არც ქორწილის, ეს ყველაფერი უნდა გადავდოთ ცოტა ხნით და მერე ბევრად უფრო სხვანაირად გადავიხდით ყველაფერს, რაც საჭირო არის, მაგრამ დღეს არა.

დღეს არც მეგობრებთან არ უნდა შეიკრიბოთ, ეს არის ჩვენი ვალდებულება მეგობრების მიმართ, რომ იმათ არ შევუქმნათ რამე საფრთხე. ნებისმიერი ჩვენთაგანი, ისე, რომ არც ვიცით, შეიძლება, ვიყოთ გადამდები, შეიძლება, ჩვენ ვატარებდეთ ამ ვირუსს, ასე რომ ძალიან უნდა გავუფრთხილეთ ჩვენს ახლობლებს, ოჯახს, მეზობელს და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრს, ჩვენ ვართ ყველაზე პასუხისმგებელი

სალომე ზურაბიშვილმა დაბადების დღის მიმლოცველებს მადლობა გადაუხადა.

კომენტარები