საყოველთაო კარანტინი

ვიცე-პრემიერი: ამ ეტაპზე არ ვმსჯელობთ საყოველთაო კარანტინზე

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმსჯელობთ განვითარების შესაძლო სცენარებზე და ბუნებრივია, შესაძლო არის, რომ დამატებითი შეზღუდვები იყოს შემოღებული. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არც ერთი ის ზომა, რომელზეც ჩვენ ამ ეტაპზე ვმსჯელობთ, არ გულისხმობს იმ საყოველთაო კარანტინის პირობებს, რომელიც, შესაძლოა, იყოს დაშვებული და ვხედავდეთ სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენ შემთხვევაში შეიძლება, დაგვჭირდეს გარკვეული დამატებითი შეზღუდვები ბიზნესის ფუნქციონირებისთვის, სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირებისთვის და გარდა ამისა, შესაძლოა, რა თქმა უნდა, ეპიდემიის განვითარების პარალელურად ვიმსჯელოთ კიდევ დამატებითი ზომების მიღებაზე.

ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი საუბრობს, თუ რა დამატებითი ზომები შეიძლება მიიღოს მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ.

კომენტარები