საგანგებო მდგომარეობა საქართველოში

ინაშვილი: შეიძლებოდა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 18 აპრილამდე? 19 აპრილს აღდგომაა

ყველას გვესმის, რომ ახლა არის განსაკუთრებული მდგომარეობა ქვეყანაში და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე, მაგრამ სწორედ დღეს, ახლა, ვიდრე კენჭს ვუყრით ამას და მხარს დავუჭერთ კიდევ ერთხელ მკაფიოდ მინდა გვესმოდეს ჩვენ: შეიძლებოდა თუ არა საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება 18 აპრილამდე? ვინაიდან, ხაზს ვუსვამ, 19 აპრილს არის აღდგომა. ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და დიდი დღესასწაულებისთვის ვემზადებით.

მას შემდეგ, რაც გამოცხადდება საგანგებო მდგომარეობა, არ დაიწყოს სპეციალური ღონისძიებების გავრცელება, რაც შეზღუდავს მართლმადიდებელ მრევლს და მთელ რიგ აკრძალვებს დააწესებს.

თქვა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების განხილვისას.

კომენტარები