კაპანაძე: მთავრობამ ღიად უნდა ისაუბროს პრობლემაზე, რაც შეიძლება საეკლესიო რიტუალებს მოჰყვეს

ამ განსაკუთრებული მდგომარეობის პირობებში, როდესაც კარანტინს, თვითიზოლაციას და ზოგადად კონტაქტების მაქსიმალურად შეზღუდვას აქვს ის მნიშვნელობა, რომ შემცირდეს ვირუსის შიდა გავრცელების რისკები, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა მნიშვნელოვანმა ორგანიზაციამ იქნება ეს ეკლესია თუ სხვა ორგანიზაციები, დაიცვას ეს წესები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამონაკლისების დაშვება, მით უმეტეს ისეთ მდგომარეობაში, როდესაც ბევრი ადამიანი იკრიბება ერთად, სადაც არის რისკი, რომ ვირუსი გავრცელდეს სწრაფად, უბრალოდ აზრს უკარგავს მაშინ ამ შეზღუდვებს. 

ამიტომ, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ჯერ ერთი, საღი აზრი ეყოფა ყველას და იმოქმედებენ ამ რეალობიდან გამომდინარე და ასევე, კარგი იქნება, თუ ხელისუფლება უფრო ეფექტურად, ხმამაღლა და ღიად  ისაუბრებს იმ პრობლემებზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს, იგივე საეკლესიო რიტუალების, წესები ჩატარებამ და ამ კუთხით რამაც შეიძლება შეუქმნას საფრთხე მოსახლეობის ჯანმრთელობას. ეს არ არის ვირუსი, რომელიც ეხება ერთ და რო ადამიანს, ეს არის ვირუსი, რომელიც საფრთხის წინაშე აყენებს მთელი ერის ჯანმრთელობას და ყველას პასუხიმგებლობა არის, რომ ამაზე იზრუნოს ამ ძალიან რთულ პირობებში. 

ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე საპატრიარქოს ქმედებებზე კორონავირუსის პირობებში.

კომენტარები