კორონავირუსი

ეზუგბაია: ყველაფერი უფლის ნებაა, პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, ალბათ იმას შევასრულებ

იცით რა, მე მოწმუნე ვარ, მართლმადიდებელი მორწმუნე. მრავალი წელია, ეკლესიაში დავდივარ, ვესწრები თითქმის ყველა წირვა-ლოცვას… პატრიარქის კურთხევა როგორიც იქნება, მე, როგორც მორწმუნე ადამიანი, ალბათ ამას შევასრულებ.

იცით რა, ყველაფერი უფლის ნებაა ამ ქვეყანაზე, მეტნაკლებად, თუ მორწმუნე ადამიანს სურვილი აქვს, რომ ტაძარში მივიდეს და სააღდგომო ლიტურგიას დაესწროს, თუ დაიცავს ყველა იმ წესებს, რაც მოწოდებულია ეპოდემიოლოგური თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, ალბათ, შესაძლებელი იქნება, სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრება. თუ დავიცავთ ყველაფერს, როგორც წესი და რიგია

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია TV  პირველის ეთერში, კითხვაზე, მოწოდება "დარჩი სახლში”, უნდა შეეხოს თუ არა ყველას, მათ შორის მრევლსაც. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, სასურსათო მაღაზიების, აფთიაქების, ბანკების და ფოსტის გარდა, მუშაობა შეწყვიტა ყველაფერმა, მათ შორის, ონლაინ. გაჩერდა საზოგადოებრივი ტრანპორტი, გამოცხადდა კომენდატის საათი, თუმცა, საპატრიარქო წირვა ლოცვებს არ წყვეტს და მრევლს კვლავაც ერთი კოვზით აზიარებს.

კომენტარები