კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ფული, შესაძლოა, იყოს ინფიცირების წყარო, თუმცა მეცნიერულად არაა დამტკიცებული

ეს ჰიპოთეზა [რომ ფულით შესაძლებელია, მოხდეს ინფიცირება] განიხილებოდა ჯერ კიდევ ჩინეთის შემთხვევების დროს. ამაში მეცნიერული მტკიცებულებები მოპოვებული ვერ იქნა, შესაბამისად, როგორც ჰიპოთეზა, ეს თეორიაც მუშავდება ჩვენ მიერ, როდესაც ამ კლასტერების გამოკვლევაზე ვმუშაობთ, მაგრამ ჯერჯერობით ეს მეცნიერული მტკიცებულებები ამის შესახებ არ გაგვაჩნია, თუმცა, რა თქმა უნდა, ფული, როგორც ყველა ის ნივთი, რომელიც შეიძლება, გადადიოდეს ხელიდან ხელში, შესაძლებელია, იყოს ინფიცირების წყარო.

თუმცა მე ისიც ვიცი, რომ როდესაც ფული შედის ბანკში, მას უტარდება სპეციალური დამუშავება. ანუ ის მუშავდება სადეზინფექციო აპარატებით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ ამის შესახებ ბრიფინგზე კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

კომენტარები