კორონავირუსი საქართველოში

გახარია: შეუძლებელი იყო, სასულიერო პირებისთვის ეკლესიებამდე მისვლის საშუალება არ მიგვეცა

არის უამრავი დაწესებულება და სერვისი, რომლის გაჩერება არ შეიძლება, სასურსათო მაღაზიების გამყიდველებიდან დაწყებული, სააფთიაქო ქსელების მენეჯმენტით დამთავრებული. გუშინ დაემატა ასობით საინკასაციო მანქანა, რომ პენსიები დაგროვდეს.

აღდგომის ღამეს, რა თქმა უნდა, ჩემთვის წარმოუდგენელია და შეუძლებელი იყო, საეკლესიო მსახურებისთვის არ მიგვეცა საშუალება, ეკლესიებამდე მისულიყვნენ. ეს არის ის კომპრომისები და ბალანსი, რომლის საშუალებითაც, ჩვენ ამ ქვეყნის გზას ვეძებთ, გავუმკლავდეთ ამ ეიპიდემიას, პანდემიას, ეს ჩვენი გზაა, სხვა ქვეყნებს თავისი გზა აქვთ. ჩვენ შემთხვევაში, სააღდგომო მსახურება ეკლესიაში მამაოების თანხლებით მაინც უნდა ჩატარებულიყო

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია კითხვაზე, იმ დროს, როცა მედიას არ აქვს საშუალება, დაემატებინა საშვები, დამატებითი შეზღუდვების შემდეგ საეკლესიო პირებს მისცეს თუ არა საშვები.

კომენტარები