ახალი კორონავირუსი საქართველოში

ტიკარაძე: თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული, თუ როდის დასრულდება ქვეყანაში ეპიდემია

სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტიდან იანვრის თვიდან მოყოლებული იდება არაერთგვაროვანი სურათები, რაც დამოკიდებულია იმაზე, რომ არცერთმა ქვეყანამ არ ვიცით ინფექციის თვისებები, ეს ახალი ინფექციაა.

გამომდინარე აქედან, ჩვენ მუდმივად განვიხილავთ სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტის მოლოდინებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ფაქტი, რომ თითოეული ჩვენგანის ქცევაზეა დამოკიდებული ის, თუ როდის იქნება საქართველოში ეპიდემიის დასასრული...

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდეგ წლებში ჩვენ მოგვიწევს კოვიდინფექციასთან თანაცხოვრება, რაც ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული ის სოციალური დისტანცირება, რომელიც მოწოდებულია, ყველას მოგვიწევს ვატაროთ ნიღბები და დავიცვათ ყველა ის ჰიგიენური ღონისძიებები, რომლებზეც ჩვენ მუდმივად ვსაუბრობთ.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა , ეკატერინე ტიკარაძემ, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

კომენტარები