პატრიარქის ქადაგება

ილია II: ზოგი ადამიანი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი სხვებისთვის, ბედნიერია ვინც სხვისთვის ცხოვრობს

ჩვენ ვცხოვრობთ ამქვეყნად და ხშირად ვერ ვგრძნობთ, ვერ ვხედავთ იმას, რა არის მიზანი  ჩვენი ცხოვრებისა, რას ვაკეთებთ. ზოგი ცხოვრობს თავისთვის, ზოგი ცხოვრობს სხვებისთვის, ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვისთვის.

მინახავს ასეთი ადამიანები, მაგრამ ცოტაა. ადამიანი მაინც თავის თავზე ფიქრობს. ჩვენი დიდი პოეტი ამბობს – „რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”. ადამიანის ცხოვრება იმდენად რთულია, რომ ვერ გაიგებ, როდის ცხოვრობ შენთვის და როდის სხვისთვის...

ჩვენ ვხედავთ ხშირად, რომ ყველაფერი გააჩნია, მაგრამ მდიდარი არ არის ბედნიერი, აი ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ გული გაგვითბეს, გულში შევიდეს უფალი. ეს ძალიან ძნელია, მაგრამ მისაღწევია.

ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, მაგრამ ნუ გაგიტყდებათ გული, ნუ იფიქრებთ, რომ ამის მეტი გზა არ არის, არის, ღმერთი მოგვცემს ჩვენ მადლსა და ძალას. სიხარული სიყვარულის შედეგია. სიყვარული თუ აქვს ადამიანს, სიხარულის ექნება. ღმერთი არის სიყვარული, ღმერთი იყოს თქვენთან და ჩვენთან. ღმერთმა ინებოს ჩვენი სულიერი გადარჩენა.

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ისაუბრა. პატრიარქის ამ ქადაგებას პირველი არხი ავრცელებს.

კომენტარები