მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ვსაუბრობ რუსეთზე, არა კაცზე, ვინც შიშით პამპერსები გაავსო ჩემი დანიშვნის გამო

პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ ის არის დამოუკიდებელი ქვეყნის პრეზიდენტი, დამოუკიდებელი ქვეყნის ლიდერი. მე არ ვლაპარაკობ დანარჩენებზე, არ ვლაპარაკობ ბუნკერში ჩამალულ კაცზე, 2 თვე რომ ბუნკერიდან არ გამოდის და პამპერსები გაავსო შიშით ჩემი დანიშვნის გამო, მე ვსაუბრობ სერიოზულ მოთამაშეზე, სერიოზული მოთამაშე არის რუსეთი და რუსეთისთვის ეს [ჩემი დანიშვნა] იყო ძალიან პრინციპული საკითხი. რუსეთის შნირებმა რა ილაპარაკეს, მნიშვნელობა არ აქვს.

თქვა მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში. რამდენიმე დღის წინ საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის რეფორმატორთა გუნდის წევრი გახდა. ქართული ოცნების წევრებმა ამის გამო საქართველოს ელჩი უკრაინაში კონსულტაციებისთვის გამოიხმეს. ამასთან, არაერთხელ თქვეს, რომ სააკაშვლის დანიშვნა შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე აისახოს.

კომენტარები