კორონავირუსი საქართველოში

თალაკვაძე: თუ კლების ტენდენცია შენარჩუნდა, შეზღუდვების მოხსნის დაჩქარების საფუძველი იქნება

კარგია, რომ ექიმების, ჯანდაცვის პროფესიონალების, ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, ხელისუფლების კოორდინირებული მუშაობით საბედნიეროდ ბოლო დღეების განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა უკვე ნაკლებია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაზე.

თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შენარჩუნდა და კლებითი რეჟიმი იქნება მომავალი დღეების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ეს უკვე მყარ საფუძველს წარმოადგენს, რომ ჩვენ შეზღუდვების მოხსნის პროცესი უფრო დავაჩქაროთ, უფრო სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკური და სოციალური ფუნქციები, რომელიც ამ მომენტისთვის არის შეჩერებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიზნებიდან გამომდინარე

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

კომენტარები