საარჩევნო შეთანხმება

უგულავა: მადლობა ივანიშვილს, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა

ერთადერთი შემიძლია, ივანიშვილს მისთვის გასაგებ ენაზე ვუთხრა - როცა გეუბნებიან, რომ ჩაინიკი ხარო, ერთი ადგილიდან ბოლი უნდა გამოუშვა. მთელმა მსოფლიომ უთხრა, რომ ჩაინიკია და შესაბამისად უნდა იმოქმედოს.

მე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილს იმისთვის, რომ ამ პანდემიის დროს თვითიზოლაციაში მამყოფა და შემინახა. იმედზე სპეციალური რუბრიკა ვნახე ივანიშვილისადმი მადლობის და სადმე სოფო კილაძესა და წულუკიანს შორის ჩამაკვეხეთ, დიდი მადლობა მას ამისთვის.

თქვა გიგი უგულავამ საპატიმროს დატოვების შემდეგ. სალომე ზურაბიშვილმა პოლიტიკური ნისნით დაკავებული გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი დღეს შეიწყალა.

კომენტარები