ევროპარლამენტარები საქართველოზე

გლუკსმანი ხელისუფლებას: არჩევნები საქართველოს ევროპული გზის ლაკმუსის ტესტია

ვფიქრობ, რომ საქართველოში ახლა გადამწყვეტი სიტუაციაა და თუკი ჩვენს სამეზობლოში ერთი ქვეყანა მაინცაა, რომელზეც ჩვენ, როგორც ევროპარლამენტარებს, გავლენის მოხდენა შეგვიძლია, ეს საქართველოა. ქართველი ხალხის კრიტიკული უმრავლესობა საქართველოს ევროპულ გზას უჭერს მხარს და მათ ჩვენი ხმა ესმით. მე არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ ცუდია Tweet-ების წერა, თუ ჩარევა იმიტომ, რომ იქ ჩვენი ხმა ესმით და ვფიქრობ, რომ პარლამენტარების მობილიზაციას ჰქონდა გავლენა უგულავას შეწყალებაზე.

საქართველოს გზა ჯერჯერობით ცხადი არ არის, შეთანხმება სრულად არ შესრულებულა და ჩვენ საქართველოს ხელისუფლებას ცხადად უნდა გავაგებინოთ, რომ არჩევნები საქართველოს ევროპული გზის ლაკმუსის ტესტია და ის უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკოსებისა და მედიის მფლობელების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნისგან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ძლიერი ზედამხედველობა იმ პროცესზე, რომელიც არჩევნებამდე მიდის. არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი და სწორედ ასე შეძლებს საქართველო თავისი ევროპული გზის სრულყოფას

ევროპარლამენტარმა, ფრანგი სოციალისტების სიის პირველმა ნომერმა და სოციალ-დემოკრატების ფრაქციის წევრმა, რაფაელ გლუკსმანმა, ამის შესახებ ევროპის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც ევროპარლამენტარები საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საკითხს განიხილავდნენ.

კომენტარები