სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: რუსეთთან პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ

აბა რა, პირდაპირი დიალოგის მომხრე ვარ ყოველ შემთხვევაში. იმიტომ, რომ რეალურად, დღევანდელ და საერთოდ, ქვეყნების რეალობაში ორი გზა არსებობს - ერთი არის ომის გზა და მეორე არის დიალოგის გზა. მე სხვა არ ვიცი, ვინმემ თუ იცის მესამე გზა, უნდა გავიგო. ამიტომ, როგორც პრინციპი, მე ვარ, ვიყავი და ყოველთვის ვიქნები დიალოგის მომხრე. მაგრამ დიალოგი დიალოგისთვის არასოდეს ყოფილა გამოსავალი.

[ერთი ერთზე დიალოგის] გამოცდილება მე გამაჩნია. სხვათა შორის, ჩვენს ისტორიაში ერთადერთი ხელშეკრულება, რომელსაც რუსეთი გაყვა და არ დაარღვია მისი პირობები, როცა არის რამე აღსანიშნავი, უნდა აღვნიშნოთ და არა მხოლოდ ახლო ისტორიაში, რამდენიმე საუკუნით უკან რომ წავიდეთ, არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ეს იყო შედეგი პირდაპირი დიალოგის. ეს დიალოგი იყო პირდაპირი, მაგრამ იცოდა ჩემმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩემი გაფრთხილებიდან, პირველივე სეანსიდან, რომ იცოდეთ, ჩვენს შორის რაც იქნება ნათქვამი და შეთანხმებული, ეცოდინება ევროკავშირის ელჩს, იქნება ეს მოსკოვში თუ თბილისში და ამერიკის ელჩს.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში საუბრობს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი დიალოგის მნიშვნელობაზე.

კომენტარები