ევროპული საქართველო

ბოკერია: ვერ დაგეთანხმებით, რომ კობახიძეს არგუმენტები გამოელია, არ შემიმჩვენია, რომ ჰქონდა

მე გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი. თუ გოიმი ხარ, უნდა ეცადო, რომ ნომერ პირველი გოიმი იყო. ასე რომ, დიდი მადლობა ბატონ კობახიძეს კომპლიმენტისთვის.  

ნომერ პირველი უნდა იყო, უნდა ეცადო, ყოველ შემთხვევაში. მე ასე არ ვაფასებ ჩემ თავს, ასეთი ამბიციური არ ვარ, მაგრამ რახან მე ნომერ პირველ გოიმად ჩამთვალა, მადლობა ამ კომპლიმენტისთვის...

[...] არ ვიცი, მე არასდროს შემიმჩნევია, რომ მას [ირაკლი კობახიძეს] არგუმენტები ჰქონდა ხოლმე, ადრეც, ასე რომ, ტერმინს "გამოელია" ვერ დავეთანხმები

ასე პასუხობს ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია ჟურნალისტის შეკითხვას, გამოელია თუ არა ქართული ოცნების დეპუტატს, ირაკლი კობახიძეს, ოპონენტებთან სასაუბრო არგუმენტები, რადგან უკვე ორი დღეა, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ოპონენტებს "გოიმებს" ეძახის. დღეს კი მან თქვა, რომ ბოკერია N1 გოიმია გოიმთა სპექტრში

კომენტარები