შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე

კახიძე: ოცნების უმრავლესობამ პოლიტიკური უთავმოყვარეობის ახალი რეკორდი მოხსნა, თავი გაიუქმა

ქართულმა ოცნებამ, საპარლამენტო უმრავლესობამ, კიდევ ერთხელ მოხსნა პოლიტიკური უთავმოყვარეობის ახალი რეკორდი, ვინაიდან პრაქტიკულად თავი გაიუქმა - მხოლოდ პარლამენტია უფლებამოსილი, რომ ადამიანის უფლებათა შემზღუდველი წესები შემოიღოს საგანგებო მდგომარეობის დროს და ამის სრულად დელეგირება მთავრობისთვის, ისე, რომ საპარლამენტო კონტროლის არანაირი მექანიზმი არ დაიტოვო, არის სამარცხვინო ფურცელი ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში

ევროპული საქართველოს დეპუტატი ოთარ კახიძე ამის შესახებ რუსთავი 2-ს ესაუბრა. ოპოზიციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ომბუდსმენის კრიტიკის მიუხედავად, 22 მაისს ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობამ დაამტკიცა კანონი, რომელიც მთავრობას საშუალებას აძლევს, საკანონმდებლო ორგანოსგან დამოუკიდებლად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, დააწესოს რიგი შეზღუდვები. კანონი ძალაშია 15 ივლისამდე.

კომენტარები